The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე კირვალიძე

ელენე კირვალიძე
Date of birth:1933  (93 years)
Category:Singer, Philologist

Biography

დანბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) გამომცემლობაში უფროს რედაქტორად და 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი რედაქტორობით არაერთი სამეცნიერო კრებული, მინოგრაფია თუ სახელმძღვანელო დაისტამბა. 1952-1962წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი და ძმასთან ზურაბ კირვალიძესთან ერთად ემსახურებოდა ქართულ ხალხურ სასიმღერო ხელოვნებას. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ძმასთან, ზურაბ კირვალიძესთან ერთად შემოიარა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მრავალი ქალაქი და საქართველოს ყველა კუთხე. და-ძმა კირვალიძეების მიერ შესრულებული მრავალი სიმღერა ჩაწერილია ფირზე და შესულია საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში. მუსიკალურ ხელოვნებაში წარმატებებისთვის მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები: არის საქართველოსა და ახალგაზრდობის საკავშირო კონკურსების ლაურიატი, ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის მონაწილე. 1956 წელს ქ. მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე და-ძმა კირვალიძეების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალ ზურაბ კირვალიძის და.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.124; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.200

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Share: