| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირზა შაფი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. განჯაში. დაიბადა განჯის ხანის ჯავადის კარის ხუროთმოძღვრის ოჯახში. საწყისი განათლება მშობლიურ განჯაში, მადრასაში მიიღო, სადაც არაბული და სპარსული ენები შეისწავლა. ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ სწავლა შეწყვიტა. ამ პერიოდში თავის რჩენა გადამწერობით უხდებოდა, მოგვიანებით კი მუშაობდა მდივნად და ხარჯთაღმწერად ჯავად-ხანის ქალიშვილის ფუსთა-ხანუმის მამულში. 1840 წლიდან თბილისის სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებს. 1844 წელს დააარსა ლიტერატურულ-ფილოსოფიური წრე "სიბრძნის სკოლა". 1846-1850წწ. მასწავლებლობდა განჯაში, შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა. ვაზეჰის შემოქმედება შეიცავს ფილოსფიურ ლირიკას, სატირული ჟანრის ნაწარმოებებს, სატრფიალო ლექსებს და სხვ. თბილისს უძღვნა ლექსი "დამშვიდობება თბილისთან". მისი თხზულებების დედნები, მცირე გამონაკლისის გარდა, შემორჩენილი არ არის. მსოფლიო მას იცნობს გერმანელი პოეტის ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტის თარგმანით ("ათას ერთი დღე აღმოსავლეთში", 1850 და "მირზა შაფის სიმღერები", 1851). აზერბაიჯანელი განმანათლებელი, კალიგრაფი. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

