| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი ცომაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1961 წელს. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა ჯერ კათედრის ინჟინრად, შემდეგ – უფროს ლაბორანტად. 1965-1967წწ. სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რის შემდეგაც მუშაობა გააგრძელა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, სამმართველოს უფროსის ჩათვლით. 1974 წლიდან, თხუთმეტი წლის განმავლობაში იყო საწარმოო-ტექნიკური გაერთიანება "ავტოტრანსტექნიკის" (შემდგომში – "ავტოტრანსსისტემა"), გენერალური დირექტორი. ამ პერიოდში მან უამრავი ინოვაციური იდეა და პროექტი განახორციელა. მის მიერ დამუშავებული სატრანსპორტო პროცესების მართვის სისტემები აღიარებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. 1991-1993წწ. იყო საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე. დიდია მისი წვლილი დამოუკიდებელ საქართველოში ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის ურთიერთქმედების სისტემის ჩამოყალიბებაში. ამავე პერიოდში, მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით, დაარსდა საქართველოში პირველი სატრანსპორტო-საექსპედიტორი კომპანია "კავკასტრანსექსპედიტორი" ("კავტრექსი"), რომლის პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე იყო. 1992 წლიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ტრანსპორტის საკითხებში და სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით დაიწყო კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების სტრატეგიულ პროექტზე მუშაობა და ამ საკითხზე მოლაპარაკების პროცესი. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.310-311; გიორგი (გოგი) ცომაია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2012.-16 თებერვალი.- N31 (6908).-11გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

