The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ალშიბაია

მიხეილ ალშიბაია
Date of birth:15 January, 1958
Date of death:27 November, 2025  (at 67 years)
Category:Medical Doctor, Collector, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის ნ. ი. პიროგოვის სახელობის მეორე სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს.

1982 წლიდან მუშაობდა ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში. წლების განმავლობაში იყო კორონარული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის, მათ შორის: "კორონარული ქირურგიის ისტორიის ნარკვევები" (2002), "სახელმძღვანელო კარდიოლოგიაში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის". მისი კლინიკური სფეროს ინტერესებია: კორონარული და სისხლძარღვთა ქირურგია; ერთდორული ოპერაციები კორონარულ და ბრაფიოცეფალურ არტერიებზე; ენდარტერექტომია კორონარული არტერიებიდან, დამხმარე სისხლძარღვთა მიმოქცევა გულის იშემიური დაავადებების ქირურგიაში. 2019 წლამდე იყო მოსკოვის ჰოსპისების დახმარების საქველმოქმედო ფონდის "ვერას" მზრუნველთა საბჭოს წევრი. ფერწერული ტილოების ცნობილი კოლექციონერი. ფერწერული ნამუშევრების შეგროვება დაიწყო 1986 წელს. ინტერესდებოდა "არაოფიციალური ხელოვნებით" ნონკონფორმიზმით. ნიმუშები, რომლებიც შეიქმნა 1960-იან წლებამდე. აგროვებდა მხოლოდ "თანამედროვე ხელოვნების" ნიმუშებს, "დათბობის" პერიოდის და მოსკოვის ანდერგრაუნდის  მხატვრების ნამუშევრებს. 2014 წლის მონაცემებით მისი კოლექცია ითვლიდა 6-7 ათას ტილოს. მონაწილეობდა გამოფენებში. ცნობილი კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1998), ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის კორონარული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

წყარო: ინტერნისტი: internist.ru

Member of Organizations

  • რუსეთის გულ-სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაცია, წევრი

Share: