| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ჭყონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში წამყვან სპეციალისტად. ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა გალეანომაგნიტური ეფექტის გამოყენების საფუძველზე საზომი ხელსაწყოების შექმნაში, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სხვადასხვა მოწყობილობის პრაქტიკულ გამოყენებაში, რომელთა შორის აღსანიშნავია უკონტაქტო, უზამბაროკლავიშიანი მოდული. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსტიტუტის მიერ ატომური სამრეწველო დანადგარების განვითარების საქმეში და მსოფლიოს ერთ-ერთ პიონერულ სამუშაოში მრავალკრიტერიუმიანი ოპტიმიზაცია, რომლის ფარგლებში შემუშავდა აღნიშნული ოპტიმიზაციის თეორიული საფუძელები სტატიკური და დინამიკური ამოცანების გადასაწყეეტად. ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სიმძლავრის ჰიდროაგრეგატის მართვის პრობლემებთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, თეორიული კვლევების საფუძველზე დაამუშავა სიხშირის რეგულატორის მართვის ალგორითმები, რომელთა მიხედვით აიგო მოწყობილობები მცირე, საშუალო და დიდი სიმძლავრის ჰესებისთვის. ინსტიტუტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პრაქტიკულად ახორციელებდა მოცემული დროითი მახასიათებლების მქონე მაგნიტური ველების მოდელირებისათვის განკუთვნილი დანადგარების გამოყენებას. არის მრავალი გამოგონების ავტორი. 1968 წელს სამუშაოსთვის "სპეციალიზებული გამოთვლითი მოწყობილობა – დისკრეტული კორექტორი - 2, ინსტიტუტს მიენიჭა მეორე ხარისხის დიპლომი, ხოლო მას (1978) – გამოფენის ვერცხლის მედალი; 1977 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრაზე. დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით, წლების განმავლობაში იყო პროფესიული კავშირის თავმჯდომარე; 1996 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში, საქართველოს პარლამენტში სხდომათა გაძღოლისა და კენჭისყრის რეჟიმის მართვის განყოფილების ხელმძღვანელად.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

