| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰამლეტ კერესელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტი 1963 წელს. 1963-1969წწ. მუშაობდა დუშეთის რაიონში ვეტექიმად; 1969-1972წწ. დუშეთის რაიონის მთავარი ვეტექიმის მოადგილედ; 1972-1974წწ. პარტიის დუშეთის რაიკომის ინსტრუქტორად; 1974-1976წწ. დუშეთის რაიონის მთავარ ვეტექიმად; 1976-1978წწ. დუშეთის რაიკომის II მდივნად; 1978-1984წწ. დუშეთის რაიკომის I მდივნად, მის რაიკომის პირველ მდივნად მუშაობასთან არის დაკავშირებული ფშავ-ხევსურეთის სოფლების აღორძინება. კერძოდ, არხოტის ხეობაში ხევსურთა დაბრუნება, სოფლებში გუდანში და შატილში ხევსურთა თანამედროვე ტიპის სახლების მშენებლობა, უკანა ფშავში და ხადის ხეობაში გზების გაყვანა და ხიდების მშენებლობა, ჟინვალის ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობა, ქ. დუშეთში და დაბა ჟინვალში საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობა, ასევე რაიონის სოფლების გაზიფიცირება და წყალსაცავის მშენებლობა. მისი მუშაობის პერიოდში დუშეთის რაიონში აშენდა მდინარე არაგვზე 7 კაპიტალური საავტომობილო ხიდი, 10 ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი, სამშობიარო სახლი და მრავალი სხვა ობიექტი. 1985 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს ქ. თბილისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ზოოვეტმომარაგების" რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარედ. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებულია ორდენობით და მედლებით. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.206
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

