| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ თედორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჯოჭო, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს; იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში ქირურგიის განხრით. 1957-1958წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1964-1971წწ. იყო შუახევის რაიონის სოფელ ჭვანის საუბანთაშორისო საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ქირურგი; 1971-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი (გამგე აკადემიკოსი მამია კომახიძე); 1992-2006წწ. ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის გახსნის გამო გადაიყვანეს უნივერსიტეტში სამედიცინო სპეციალობის კათედრის გამგედ, ხოლო შემდგომ 1994 წლიდან ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების გამგედ (მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი დასავლეთ საქართველოში ჩირქოვანი ქირურგიის სპეციფიკურ დარგს); დოცენტი (1995, არჩეულ იქნა ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის მიერ); გავლილი აქვს არაერთი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კური: ორჯერ ქ. მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტში, ერთხელ - ჰოსპიტალური ქირურგიის კურსზე (1977), მეორეჯერ - ქირურიგიული სნეულებების კურსზე (1988); ორჯერ აქვს მიღებული სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - ზოგადი ქირურგია (1999, 2006), ასევე დიპლომისშემდგომი განათლების საბჭოს სერთიფიკატები: "მსხვილი ნაწლავის ფუნქციური მოშლილობანი" (2003), "კუჭნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული წყლული, სტეროიდული წყლული, სტრესული წყლული" (2006), "მსხვილი ნაწლავის ანთებით-დისტროფიული დაავადებები (2006), "ახალი მიმართულებები რადიოლოგიასა და ინტერვენციულ მედიცინაში" (2007); წარმატებით ეწეოდა მეცნიერულსა და პედაგოგიურ მოღვაწეობას; არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ერთი მონოგრაფიის -"დარია ბერეჟიანი" (1983) მიეძღვნა საქართველოში გამოჩენილი ქირურგისა და პირველი ლექტორი ქალის - დარია ბერეჟიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მიღებული აქვს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში - ქალაქებში: სარანსკი (1972), დნეპროპეტროვსკი (1973), ლენინგრადი (1973), თბილისი, ბათუმი და სხვა. მიღებული აქვს მრავალი მადლობა და სიგელი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1976), უმაღლესი კატეგორიის ქირურგის საპატიო წოდების მფლობელი (1993). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თემა თერმული დამწვრობის ადგილობრივი მკურნალობა ასკანკოლით", დაიცვა 1976 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.827-829 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

