| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაირა პირტახია-ცანავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1966 წელს მუშაობდა ხობის რაიპოლიკლინიკის უბნის ექიმად; 1966 წლიდან აბაშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების ექიმ-ნეონატოლოგად და ახალშობილთა განყოფილების გამგედ; სხვადასხვა წლებში აიმაღლა კვალიფიფაცია: მიკროპედიატრიაში (1972, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი), ნეონატოლოგიაში (1981, თბილისის პერინატოლოგიისა და მეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი), ახალშობილთა ფიზიოლოგია და პათოლოგიაში (1982, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი), მიკროპედიატრიაში (1983, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი); ნეონატოლოგიაში (1987, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი); მიღეული აქვს სერთიფიკატი ნეონატოლოგიაში (2001). მისი რამდენიმე ნაშრომი დაბეჭდილია სტუდენტთა სამეცნიერო კრებულში (1962, 1964), სტატიები რაიონულ გაზეთსა და რესპუბლიკურ გაზეთ "მედიცინაში". პირველი კატეგორიის ექიმი (1978), ნეონატოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.829-830; ზაირა პირტახია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2012. - 11 სექტემბერი. - N173 (7049). - 11გვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

