The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ კერესელიძე

ნუგზარ კერესელიძე
დაბადების თარიღი:1954  (72 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1976 წელს; ქ. მინსკის  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სკოლა; ქ. ტაშკენტის სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა 1989 წელს.

1976-1978წწ. მუშაობდა "საქენერგოში" ენერგეტიკოსად; 1978-1984წწ. ქარხანა "კასპელექტროაპარატში", ინჟინერ-ტექნოლოგად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1984 -1997წწ. დუშეთის რაიონის უშიშროების განყოფილების ოპერატიული თანამშრომლიდან განყოფილების უფროსამდე; 1997-2003წწ. უშიშროების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად; 2003-2005წწ. საქართველოს უშიშროების მინისტრის კონსულტანტად; 1997 წელს მიენიჭა უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკის წოდება.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.208


გააზიარე: