| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ კურცხალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1962 წელს. გაიწვიეს საბჭოთა შეიარაღებული ძალების რიგებში და მსახურობდა სამხედრო ექიმად საბჭოეთის სხვადასხვა მხარეში: ბელორუსიის რესპუბლიკაში, ასტრახანის სტეპებში, ქუთაისის ჰოსპიტალში; ქ. ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის კლინიკური ორდინატირი; ქ. ერფურტის (გდრ) ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი; ქ. ლენქორანის (აზერბაიჯანი) სასაზღვრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების უფროსი; (1962-1991) თბილისის საოლქო ჰოსპიტლის ტრავმატოლოგი. 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის დროს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარებით ჰუმანიტარული მისიით მუშაობდა ლენინაკანში. იგი აფხაზეთის ომის მონაწილეა. სხვადასხვა დროს იგი ხელმძღვანელობდა თბილისის აეროპორტში გახსნილ დაჭრილთა მიმღებ და გამნაწილებელ სამედიცინო პუნქტს, შემდეგ სამხედრო-სანიტარულ მატარებელს. ამის მერე მუშაობს ქუთაისის სამხედრო საველე ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსად. ომის დამთავრების შემდეგ აქტიურად მინაწილეობდა ქართული ცენტრალური ჰოსპიტლის საექსპლოატაციოდ მომზადებისა და ჰოსპიტლის სამედიცინო კოლექტივის ორგანიზების საქმეში. მონაწილეობდა ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების საქმეში. 2007 წლიდან სამოქალაქო სამსახურშია. მუშაობდა შპს N5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ორთოპედ-ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ტრავმატოლოგად. ქართული სამხედრო სამედიცინო სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის მონაწილე. ექიმ ლამარა კალანდაძე-კურცხალიას მეუღლე. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.833-834
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

