| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობ ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1980 წლიდან სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაცია-ელექტროფიკაციის ფაკულტეტზე. 1985 წლიდან მუშაობდა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში კოლმეურნეობის მთავარ ინჟინერ-მექანიზატორად. 1986-I987 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. სამაჩაბლოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო სოფელ ტყვიავში თავდაცვის შტაბს აკო ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა. დაიღუპა 1992 წლის 12 მაისს სოფელ ფრისთან (ერედვი, სამაჩაბლო). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.477-478
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

