The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბაგრატიონი

თამარ ბაგრატიონი
სხვა სახელი:ჯოია ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:2005  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

დაიბადა სამხედრო პირის, ალექსანდრე ბაგრატიონისა და ნინო ყიფიანის (დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, კონსტანტინე ყიფიანის შვილი) ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ 8 წლის თამარ ბაგრატიონი (როგორც სახლში ეძახდნენ ჯოია), მათხოვრის ძონძებში გადაცმული იძულებით გააპარეს საქართველოდან, რადგან საქართველოში დარჩენა მისთვის სახიფათო იყო. მას მფარველობდა ნათლია – დედოფალ ვიქტორიას ახლო ნათესავი, ბრიტანეთის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის ლორდ ჯორჯ კერზონის (1859-1925) (დიდი ბრიტანეთის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, 1919-1924 წლებში ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ინტერვენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი) მეუღლე. თამარ (ჯოია) ბაგრატიონმა შვეიცარიაში დაამთავრა ფრანგული ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგში ცოლად გაჰყვა წარმოშობით ფრანგ შვეიცარიელს, გვარად მორონს. ბოლო წლებში ქ. ლოზანაში ცხოვრობდა მორონ-ყიფიანის გვარით. გარდაიცვალა 2005 წელს, მოხუცთა თავშესაფარში. 

წყარო: დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი : ფოტოალბომი : მასალები ექვსი თაობის საოჯახო არქივიდან /მიქაძე, თამარ, პროექტის ავტორი.-თბ.,2016გვ.87-91


გააზიარე: