The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე გიგინეიშვილი

ირინე გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1968წწ. მუშაობდა ქ. ტყვარჩელის სოფელ კვეზანის საავადმყოფოში ქირურგად, 1967-1968წწ. პარალელურად შეთავსებით იყო სოფელ კვეზანის სასწრაფო დახმარების სადგურის შოკის ბრიგადაში; 1968 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგიის პირველ კათედრაზე გაიარა სპეციალიზაცია მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით; 1968-1969წწ. ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟის საავადმყოფოს - "ადამიანის დაბადება" - მეან-გინეკოლოგია; 1969-1978წწ. ქ. რუსთავის ქიმიური ქარხნის მედსანნაწილის საავადმყოფოს გინეკოლოგი; 1978-1994წწ. ქ. რუსთავის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი; 1994 წლიდან ქ. თბილისის მე-5 საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების გინეკოლოგიური განყოფილების ექიმი - გინეკოლოგი. მას გავლილი აქვს საკვალიფიკაციო კურსები თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში - ურო - გინეკოლოგიაში, მეან-გინეკოლოგიაში; ასევე - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში მეან-გინეკოლოგიაში; ასევე გაიარა ატესტაცია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მეან-გინეკოლოგის ადგილის შესაბამისად. მეან-გინეკოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.840-841


გააზიარე: