| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ლომთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეორე ტოლა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი, შრომის ეკონომიკის მიმართულებით 1980 წელს; კიევის ეკონომიკური ინსტიტუტი 1984 წელს; თბილისის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1988 წელს. 1979-1989წწ. სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "ანალიზხელსაწყო", ტექნიკოსი, უფროსი ტექნიკოსი, იჟინერი, უფროსი ინჟინერი, საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი; 1989 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1989-1991წწ. საგეგმო-საფინანსო განყოფილრბის უფროსი, 1991 წლიდან ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველოს უფროსი; 1975-1980წწ. თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის "სპარტაკში". 1999-2000წწ. აირჩიეს საფეხბურთო კლუბ "თბილისის" პრეზიდენტად. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.225 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

