| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუსიენ შარლ დავიდ მიურატი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მუსტაფა, ალჟირი. სალომე დადიანისა და აშილ მიურატის პირველი შვილი. სწავლობდა ოქსფორდში, სადაც სასოფლო-სამეურნეო დარგში ხარისხი მიიღო. 1897 წელს, მამის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ცოლად შეირთო მხატვარი მერი დე როან-შაბო. ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. 1906 წელს ლუსიენ მიურატი ვაჟთან, აშილთან ერთად დედის სამშობლოში, საქართველოში, სამეგრელოში გადასახლდა. საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ ლუსიენი ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. ციხიდან გამოსული დაბრუნდა საფრანგეთში, მოგვიანებით კი მაროკოში დასახლდა. გარდაიცვალა ქ. რაბათში, მაროკო. ნაპოლეონ ლუი აშილ მიურატისა და ანტუანეტ კატრინ (ბებე) მიურატების ძმა. ეკატერინე ჭავჭავაძის შვილიშვილი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი: ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია: archive.gov.ge გვ.56-57
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

