The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მასხარაშვილი

თამარ მასხარაშვილი
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1972წწ. იყო ქ. ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ინტერნი; 1972-1974წწ. ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარის საექიმო ამბულატორიის პედიატრი; 1974-1981წწ. ზესტაფონის ქალაქის პოლიკლინიკის ბავშვთა განყოფილების გამგე; 1981-1999წწ. ქ. ზესტაფონის ახლადგახსნილი ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 1999 წლიდან შპს ზესტაფონის ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორი; მინიჭებული აქვს რესპუბლიკური და საერთაშორისო სერთიფიკატები უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში; მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი ჯანდაცვის ორგანიზაციასა და პედიატრიაში (2001); მონაწილეა ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვის სესიის (2003), საქართველოს მედიკოსთა საერთაშორისო სასწავლო სესიის (2006, ქობულეთი), მწვავე რესპირატორული დაავადების ასოციაციის კონგრესი (2007); გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები პედიატრიასა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში - მოსახლეობის ამბულატორიულ - პოლიკლინიკური მომსახურების ჯანდაცვისა და მართვის საკითხებზე; მონაწილეა იმუნიზაციის მართვის საინფორმაციო სისტემის სასწავლო სახელმძღვანელოს გამოცემის (სახელმძღვანელოს ჯგუფის ხელმძღვანელი არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე, 2004, 2005, 2006). მან საქართველოს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებთან თანაავტორობით ჩაატარა მეცნიერული კვლევა - " ზესტაფონის რაიონში ალერგენების როლი ბავშვთა ასაკში მწვავე რესპირატორული ინფექციების განვითარებაში". შესწავლილი მასალა გამოიცა მონოგრაფიის სახით. დაჯილდოებულია მრავალი სიგელით, მედლითა და მადლობით, სიგელით სრულიად საქართველოს მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაციის საქველმოქმედო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის (2007). ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.850-851; TV Argo - ტელეკომპანია არგო: თაობებისთვის მისაბაძი ადამიანი თამარ მასხარაშვილი 75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პედიატრთა ასოციაცია, წევრი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების მედალი

გააზიარე: