| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამბერკი ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ფარმაცევტული სასწავლებელი. იყო რევოლუციური მოძრაობის წევრი. 1908 წელს შევიდა ბოლშევიკურ პარტიაში. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ბაქოში, ირანსა და სოხუმში. 1918 წელს იყო აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე. 1919-1920 წლებში პოლიტიკური ნიშნით სამჯერ დააპატიმრეს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო აჭარის ცენტრალური აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, დასავლეთ საქართველოს ტრიბუნალის თავმჯდომარე, მედიკოსთა პირველი პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი. 1937 წელს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ფორმა-დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულ იქნა 1957 წელს. 1937 წელს დააპატიმრეს მისი მეუღლეც, ანა ჩიტაშვილი და გადაასახლეს მორდოვეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საქართველოში დაბრუნდა 1946 წელს. ფარმაცევტი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი: ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია: archive.gov.ge გვ.42-43
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

