The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ ცაგარეიშვილი (დეკანოზი)

გაბრიელ ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:1929  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.

მუშაობდა წინამძღვრად ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობორო), რომელიც ბოლშევიკებმა 1924 წელს დაანგრიეს. 1889 წელს ქუთაისში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქალთა ეპარქიული სასწავლებლის გახსნის კომიტეტი. კომიტეტის მიზანი ქუთაისში სამკლასიანი სასწავლებლის გახსნა იყო. სასწავლებელმა მალე მოიპოვა პოპულარობა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, პრობლემები გაბრიელ ცაგარეიშვილსაც შეექმნა. 1923 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის, ქუთაისის მიტროპოლიტ ნაზართან ერთად დააპატიმრეს.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი: ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია: archive.gov.ge გვ.64-65


გააზიარე: