| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ხარაბაძე![]()
Biography1901 წლიდან ხონის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი იყო. დააპატიმრეს 1906 წელს. 1916 წელს გაემგზავრა ირანში ჯულფა-ბაქოს რკინიგზაზე სამუშაოდ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ამავე წელს აირჩიეს სოფელ გუბის გლეხთა დეპუტატობის საბჭოს შემადგენლობაში. 1919 წელს სამტრედიის რაიონში მონაწილეობდა მენშევიკების წინააღმდეგ აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს. ციხიდან გათავისუფლდა 1920 წელს, საბჭოთა რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ხელშეკრულების დადების შემდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იოსებ ხარაბაძე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მისი ხსოვნის აღსანიშნავად, სოფელ გუბის ჩაის ფაბრიკას იოსებ ხარაბაძის სახელი უწოდეს. რევოლუციონერი, ბოლშევიკი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი: ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია: archive.gov.ge გვ.136
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

