The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ჯაფარიძე

დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1989 წლიდან მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ გაზეთ "ლილეში" კორესპონდენტად, მშრომელთა წერილების განყოფილების გამგედ. როგორც თავისუფალი ჟურნალისტი, აქტიურად თანამშრომლობს გაზეთებში: "სვანეთი", "კრიმინალური ქრონიკა" და "პირისპირ". მისი რამდენიმე ნამუშევარი რაიონული გაზეთის ფურცლებიდან გადაბეჭდეს ცენტრალურმა გაზეთებმა, გადაიცა რადიოთი და ტელევიზიით. გაზეთ "ლილეში" მუშაობის პერიორდში მან შექმნა ციკლი მაღალმთიან სვანეთში მცხოვრებთა ყოფა–ცხოვრების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო წიგნს.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.254

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1990-)

გააზიარე: