| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, გუდაუთის რაიონი. დაამთავრა შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის (ქ. ვლადივოსტოკი, რუსეთის ფედერაცია) იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს; საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლესი კურსები 1977 წელს. 1972 წელს მუშაობა დაიწყო ქ. ვლადივოსტოკის პარტიზანთა სახელობის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად, მალე საქართველოში დაბრუნდა და ქალაქ სოხუმის კომკავშირის საქალაქო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა; 1977 წლიდან სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის უშიშროების კომიტეტში: ოპერრწმუნებულად, გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად, გალის რაიონის უფროს ოპერრწმუნებულად; საქართველოს უშიშროების კომიტეტის (ქ. თბილისი) უფროს გამომძიებლად, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად, განყოფილების უფროსად, უფროს იურისკონსულტანტად, სამთავრობო დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსად, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "მოდულის" უფროსის მოადგილედ, უშიშროების სამინისტროში განყოფილების უფროსად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჯგუფის უფროსად, სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილედ აფხაზეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ინსპექციის უფროსის მოადგილედ, ამავე დეპარტამენტის შიდა ინსპექციის უფროსად; 1991-2004წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართელოს უშიშროების ორგანოების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ძალების აღმშენებლობისა და ახალგაზრდა კადრების მომზადების საკითხების მოგვარებაში, აგრეთვე ნაყოფიერად მუშაობდა სამთავრობო დაცვის სპეციალისტების სამსახურისა და კონტროლის პალატის სტრუქტურების გაუმჯობესებაზე. სამსახურეობრივ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა შემოქმედებით სამეცნიერო მოღვაწეობასაც დამუშავებული და გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.234-235 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

