The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ქართლელიშვილი

ნოდარ ქართლელიშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახაშენი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1975წწ. ბოგდანოვკის (ახლანდელი ნინოწმინდის) რაიონის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1975-1976წწ. რუსთავის საქალაქო სანეპიდსადგურის კომუნალური ჰიგიენის განყოფილების გამგე; 1976-1987წწ. ქ. თბილისის პროფესორ სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1996წწ. გურჯაანის რაიონის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1996-2007წწ. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის გურჯაანის რაიონის ინსპექციის უფროსი, რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი; 2007 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. სანიტარული სამსახურის პრაქტიკოსი სანიტარული ექიმი, ჯანდაცვის გამოცდილი ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.856-857


გააზიარე: