| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცისანა გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხორია, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1972წწ. გაიარა ინტერნატურა ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში; 1972-1977წწ. კურორტ ცაიშის ექიმი-ორდინატორი; 1977 წლიდან ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო "რესპუბლიკა" - ექიმი ანესთეზიოლოგი; წლების მანძილზე გამოძახებით ემსახურებოდა რაიონების: წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს ქირურგიულ სამსახურებს, როგორც გამოცდილი ანესთეზიოლოგი; 1983 წლიდან არის ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო "რესპუბლიკა"-ს რეანიმატოლოგიური განყოფილების გამგე; 2007 წლიდან ამავე საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი; მას მრავალგზის აქვს გავლილი თავისი სპეციალობის ასამაღლებელი კურსები და მიღებული აქვს სათანადო სერთიფიკატები: "კრიტიკულ მედიცინასა" (2002) და "ანესთეზიოლოგიაში" (2003). პრაქტიკოსი ექიმი-ანესთეზიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.857-858 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

