The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ვლადიმიროვი

ბორის ვლადიმიროვი
Date of birth:14 April, 1905
Date of death:1 May, 1978  (at 73 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი (ახლანდელი გიუმრი).

დაამთავრა თბილისის ამიერკავკასიის ფეხოსანთა სამხედრო სკოლა 1925 წელს; საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის აკადემია 1947 წელს.

16 წლის ასაკში შევიდა საბჭოთა არმიის რიგებში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ოფიცრის წოდება და ქ. ბათუმში დაბანაკებულ პირველ პოლკში ოცეულის მეთაურად დანიშნეს. 1941 წლამდე არმიაში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა. 1941 წლის ზაფხულში ცალკეული მსროლელი ბრიგადის შემადგენლობაში ვოლოხოვის ფრონტზე გააგზავნეს. 1943 წლის გაზაფხულზე დანიშნეს 311-ე მსროლელი დივიზიის მეთაურად. 311 დივიზიას შესანიშნავი ხელმძღვანელობა გაუწია. მისმა დივიზიამ ათასობით კილომეტრი ბრძოლით განვლო, მრავალი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა. ომის დამთავრების შემდეგაც გააგრძელა სამხედრო ცოდნის გაღრმავება. 1944 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, 1954 წელს - გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. მთავრობამ დააფასა მისი სახელოვანი გზა და საბროლო ორდენებით დააჯილდოვა. იგი ლენინის ორი, წითელი დროშის სამი, სუვოროვოს მეორე ხარისხის, სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენების, გმირის ოქროს ვარსკვლავის და რვა მედლის კავალერია.

წყარო: სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში /გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.49-55

Awards and Honors

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი

Share: