The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერაფიმ როჟდესტვენსკი

სერაფიმ როჟდესტვენსკი
Date of birth:1904
Date of death:1963  (at 59 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1924 წელს; 1930 წელს - სადაზვერვო კურსები; 1936 წელს - მოსკოვის მ. ვ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.

1920 წელს შევიდა მოხალისედ 249-ე მსროლელ პოლკში, აზერბაიჯანში, შემდეგ გადავიდა პირველ ქართულ მსროლელ პოლკში; სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გახდა მეთაური; ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფებს, საშტაბო მუშაობას; სადაზვერვო კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა კავკასიის მსროლელი დივიზიის შტაბში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად; სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დანიშნეს მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად; 1939 წლიდან იყო ერთ-ერთი მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაური; 1939-1940წწ. თეთრფინელებთან ბრძოლის დროს, პოლკის მეთაური; 1941 წელს - მეორე მსოფლიო ომში მსროლელი კორპუსის შტაბის უფროსი; 1941-1942წწ. -  არმიის სარდალი; 1942-1943წწ. -  ამიერკავკასიის შტაბის უფროსი; 1943 წლიდან - ზღვისპირეთის ცალკე სანაპირო არმიის შტაბის უფროსი; 1944-1945წწ. - კარელიის ფრონტის შტაბში მუშაობდა; 1945 წლიდან - მე-9 გვარდიის არმიის შტაბის უფროსი; 1951-1959წწ. - სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განყოფილების უფროსი. გენერალ - ლეიტენანტი. დაჯილდოებულია 10 ორდენით და 10 მედლით.

წყარო: სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში / გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.81-88


Share: