The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუარა კახიანი

ლუარა კახიანი
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჯავახო, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1976წწ. სამტრედიის რაიონის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის ექიმი-ეპიდემიოლოგი; 1976-1986წწ. რაიონული სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1986 წლიდან აკადემიკოს იუსტინე ჯანელიძის სახელობის სამტრედიის მოზრდილთა პოლიკლინიკის შპს "მკურნალი"-ს დირექტორი; მან ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში მრავალგზის გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: სოციალური ჰიგიენა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ორგანიზაცია სანეპიდსადგურის მთავარი ექიმებისთვის (1977), სანიტარიისა და ჰიგიენის სამკურნალო პროფესიული დახმარების მართვის ორგანიზაციის აქტუალური საკითხები პოლიკლინიკის მთავარი ექიმებისთვის (1987), საექიმო შრომითი კომისიის აქტუალური საკითხები (1994); გაიარა, ასევე, უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი კურსები (2003, 2006). იგი დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - იყო ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალთა რაიონულ საბჭოს; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მადლობა (1983), მრავალი მადლობა სამტრედიის რაიონული და სამედიცინო ხელმძღვანელობისაგან. სამტრედიის ამბულუტორიული ცენტრ "ჯეო ჰოსპიტლის" მენეჯერი. ექიმი-ეპიდემიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 859-860


გააზიარე: