The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მაჩაიძე

ზურაბ მაჩაიძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1939  (86 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭიბრევი, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1962-1963წწ. თბილისის N2 ფეხსაცმელების ფაბრიკა, კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი; 1963-1964წწ. თბილისის ელექტროშედუღების ქარხანა, კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1964-1965წწ. ქ. თბილისის კიროვის რაიონის კომკავშირის რაიონის მდივანი; 1965-1967წწ. იყო საქართველოს ალკკ ცენტრალურ კომიტეტში პასუხისმგებელ თანამდებობაზე; 1967-2000წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა პოზიციაზე: არასრულწლოვანთა და მოზარდთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი, მთაწმინდის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროსი, შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი, შს სამმართველოს სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხელმძღვანელობდა ვაკის, კრწანისის და ნაძალადევის რაიონების შინაგან საქმეთა სამმართველოებს, იყო ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები მათ შორის საქართველოს დამსახურებული ჩეკისტის წოდება.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.237

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი

გააზიარე: