The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი საბანაძე

ნელი საბანაძე
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ინსტიტუტი 1971 წელს.

1972-1982წწ. იყო ქ. თბილისის პირველი სტომატოლოგიური პოლიკლინიკის თერაპევტი-სტომატოლოგი; 1982-1999წწ. თერაპიული განყოფილების გამგე და ექიმი თერაპევტი-სტომატოლოგი; 1999 წლიდან შპს პოლიკლინიკად გადაკეთების შემდეგ მუშაობდა ორივე თანამდებობაზე; სხვადასხვა წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: თერაპიულ სტომატოლოგიაში, ქირურგიულ სტომატოლოგიაში, ქირურგიაში; წლების მანძილზე იყო პირველი სტომატოლოგიური პოლიკლინიკის პარტბიუროს მდივანი; არის რამდენიმე მეცნიერული ნაშრომის ავტორი, რომლებიც სტომატოლოგიური საზოგადოების კრებულებში იბეჭდებოდა. პირველი კატეგორიის ექიმი-სტომატოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.862-863

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: