The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ ღამბაშიძე

კახაბერ ღამბაშიძე
სხვა სახელი:კახა ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1970
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1992  (22 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გაგრა ძმათა სასაფლაო
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი. 1989 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ორი წელი იმსახურა შორეულ აღმოსავლეთში. იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის წევრი (ლეიტენანტი), 1992 წლის 1 ივნისიდან მსახურობდა დაზვერვის ასეულის სიღრმივი დაზვერვის ათეულის მეთაურად 1992 წლის 1 ივნისიდან, ამავე წლის 14 ივლისიდან 15 სექტემბრამდე იყო ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. 1992 წლის 19 სექტემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ქ. გაგრაში. დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულების დროს 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.439; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: