| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სომიწო, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1952 წელს; კვების მრეწველობის სახალხო უნივერსიტეტის საწარმოო ტექნიკური პროგრესის ფაკულტეტი 1972 წელს. 1942–1944წწ. მუშაობდა ქალაქ ონში ფინგანის საგადასახადო აგენტად; 1944-1952წწ. ონის რაიონის სოფელ ჟაშქვის სასოფლო საბჭოს ფინანსურ აგენტად; 1952–1954წწ. ვანის ღვინის ქარხნის სამმართველოს მეღვინედ; 1954-1962წწ. ამბროლაურის მარანი, მეღვინე, ხვანჭკარის ქარხანა, მეღვინე, ხვანჭკარის ქარხანაში მუშაობის დროს ჩამოასხა ღვინო "თეთრა", რომლის ფორმირებაში მას დიდი წვლილი მიუძღოდა; 1962–1965წწ. იყო სამტრესტის გორის ქარხნის მეღვინე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი; 1966-1967წწ. კარდენახის ღვინის ქარხნის ოსტატი; 1967 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა როსტოვის ღვინის ქარხნის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1967-1973წწ. კარდენახის ღვინის ქარხნის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1973-1977წწ. მუკუზნის საწარმო გაერთიანების N2 ღვინის ქარხნა: 1973-1976წწ. წარმოების გამგე, 1976-1977წწ. მთავარი ტექნოლოგი; 1977 წლიდან მუშაობდა შრომის ღვინის ქარხნაში უფროს ოსტატ მეღვინედ და ტექნოლოგ-ქიმიკოს-კონტროლიორად. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.241 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

