The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინა დალაქიშვილი-საბაშვილი

ირინა დალაქიშვილი-საბაშვილი
Legal name:ირინა დალაქიშვილი
Date of birth:1 April, 1949  (77 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა ქ. კუიბიშევის (თათრეთის ასსრ, რსფსრ) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს; ამავე ინსტიტუტში გაიარა ინტერნატურა მეან-გინეკოლოგიის სპეციალობით.

1972-1976წწ. ქ. კუიბიშევის რაიონული საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1976-1980წწ. ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1980-1983წწ. ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ჟაზელის ექიმი მეან-გინეკოლოგი (გაიგზავნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ მეუღლესთან ბორჯომის რაისაავადმყოფოს ქირურგ ბორის საბაშვილთან ერთად); 1983-1996წწ. ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი და განყოფილების გამგე; 1996-2002წწ. ჯანდაცვის დარგში რეორგანიზაციის გამო ბორჯომის რაიონული საავადმყოფოსგან გამოყოფილი სამშობიარო განყოფილების სამშობიარო სახლად გადაკეთების შემდეგ იყო ჯერ სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, შემდეგ დირექტორი; 2002 წლიდან ბორჯომის სამშობიარო სახლის ექიმი მეან-გინეკოლოგი ოპერატორი; 1999 წელს მიღებული აქვს ლიცენზია სპეციალობის მიხედვით; 2002 წელს ჩააბარა სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა სპეციალობაში "ჯანდაცვის ორგანიზაცია"; 1984 წელს მიენიჭა პირველი კატეგორიის ექიმის წოდება მეან-გინეკოლოგიაში; წლების განმავლობაში ატარებდა სემინარებს, ამზადებდა ახალგაზრდა კადრს, ეწეოდა მუშაობას სოფლის ბებიაქალებთან - "პირველადი დახმარება ორსულობისა და მშობიარობის დროს". იგი, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცნობილი და დამსახურებული ექიმი შესულია ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში "რეგიონის ლიდერი ქალები" (გამომცემლობა "საარი", 2003, ქ. ახალციხე). მეან-გინეკოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.864-865

Awards and Honors

  • 1990 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

Share: