| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ბახუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ინტერნატურის კურსდამთავრებული ქირურგიაში; 1974-1976წწ. ყვარლის რაისაავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ექომი-ქირურგი და ექიმი-ონკოლოგი; 1977-1982წწ. აქვე გადაუდებელი დახმარების ქირურგი; 1982-1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1984-1992წწ. ყვარლის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1992 წლიდან აქვე ქირურგიული განყოფილების გამგე; სხვადასხვა წლების განმავლობაში აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: მკერდის ღრუს ორგანოების ქირურგიაში (1977); სისხლძარღვთა ქირურგიაში (1979); მუცლის ღრუს ონგანოების ქირურგიაში (1982); ქ. თბილისის მე-3 კლინიკური საავადმყოფოს ენდოსკოპიური განყოფილების ბაზაზე შეისწავლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევისა და მკურნალობის მეთოდები: ეზოფაგოსკოპია, გასტროსკოპია, დუედენოსკოპია, წყლულების ადგილობრივი მკურნალობა (1990); მინიჭებული აქვს პირველი საკვალიფიკაციო კატეგორია ქირურგიაში (1990); არის ორი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი: 1. ორკეხიანი ზონდი კუჭის რეზექციის შემდგომი კუჭის ტაკვისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დეკომპრესიისათვის და ენტერალური კვებისთვის (1984, ორივე დაინერგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრაზე); ორივე რაციონალიზატორული წინადადება გამოქვეყნდა საკავშირო ჟურნალში "Вестник хирургии"; გამოქვეყნებული აქვს ერთი მეცნიერული ნაშრომი -"ზოგიერთი ბიოქიმიური ცვლილებები სისხლის ექსტრაკორპორალური მიმოქცევის პირობებში" (1970, დაიბეჭდა მეცნიერთა სემინარის მასალებში); მირებული აქვს მრავალი მადლობა და ჯილდო, მათ შორის სპიტაკის მიწისძვრის შედეგების სამაშველო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობისთვის; ყვარლის რაიონის მთავარი ქირურგი; იყო ქ. ყვარლის საკრებულოს ორჯერ მოწვევის დეპუტატია. ექიმი - ქირურგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.865-867 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

