The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ მეცხვარიშვილი

ნიკოლოზ მეცხვარიშვილი
Date of birth:1911
Date of death:1965  (at 54 years)
Category:Inventor, Engineer

Biography

დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი 1936 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების შიდაწვის ძრავების გაუმჯობესებაზე მუშაობდა, თუმცა თავი ომის შემდეგ გამოიჩინა წარმოებაში კლიმოვის პირველი საბჭოთა რეაქტიული ძრავის წარმატებით დანერგვის გამო, რისთვისაც სტალინის სახელობის პრემიაც დაიმსახურა, მაგრამ სახელი მაინც პირველი საბჭოთა ფორსაჟკამერიანი ტურბორეაქტიული ძრავის Р11Ф300 -ის შექმნითა და დახვეწით გაითქვა. ამ ძრავის შექმნა 1953 წელს კონსტრუქტორმა მიკულინმა წამოიწყო, მაგრამ არასახარბიელო შედეგების გამო ეს საქმე კონსტრუქტორ ტუმანსკის გადააბარეს და მისი სერიული წარმოება დაიწყეს მოსკოვთან, ტუშინოს ქარხანაში, სადაც მე-300 საცდელი საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი ნიკოლოზ მეცხვარიშვილი გახლდათ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხერხდა, რომ მოდიფიცირებულმა Р11Ф-300 ტიპის რეაქტიულმა ძრავამ ფორსაჟის რეჟიმში თითქმის 6 ათასი კგ გაწევის ძალა აჩვენა. ასეთი მძლავრი რეაქტიული ძრავის შედარებით მსუბუქ, მიქოიანის "МиГ-21" ტიპის გამანადგურებელზე დაყენების შემდეგ ამ საბჭოთა გამანადგურებელმა ვიეტნამის ომში ამერიკულ "ფანტომებს" თანასწორი წინააღმდეგობა გაუწია. ნიკოლოზ მეცხვარიშვილის მოდერნიზებულ ფორსაჟკამერიან რეაქტიულ ძრავებს, მიქოიანის გარდა, კონსტრუქტორი იაკოვლევიც ამონტაჟებდა თავის საფრონტო ბომბდამშენ Як-28-ზე, არანაკლებ ცნობილი კონსტრუქტორი სუხოი კი ზებგერით გამანადგურებელ გზაგადამჭრელ Су-15-ზე. ნიკოლოზ მეცხვარიშვილის მოდერნიზებული რეაქტიული ძრავის ასლების მასობრივი წარმოება ჩინეთმაც დაიწყო და მათ ჟ-7 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავზე ამონტაჟებდა. დამზადებულია 20 ათასზე მეტი ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის Р11Ф-300 ტიპის ტურბორეაქტიული ძრავა, რომელთა საშუალებით არანაკლებ 18 ათასმა საბრძოლო თვითმფრინავმა (ზოგიერთს ორი ძრავა ჰქონდა) იფრინა. რეაქტიული ძრავების კონსტრუქტორმა ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა, რომლის პიროვნება ცივი ომის დროს გასაიდუმლოებული იყო, უდიდესი როლი შეასრულა ტურბორეაქტიული ძრავების შექმნა-დახვეწაში. ავიაკონსტრუქტორი.

წყარო: "მიგები", "სუები" და "იაკები" მეცხვარიშვილის გარეშე ვერ აფრიდებოდნენ... / მოამზადა ირაკლი ალადაშვილმა // კვირის პალიტრა.-თბილისი,2019.-25 ნოემბერი - 1 დეკემბერი.-N48(1322).-გვ.14


Share: