| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1973 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1973-1978წწ. მუშაობდა პედაგოგად; 1984-1997წწ. ქ. ზესტაფონის რაიცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-ნერვოპათოლოგი; 1997 წლიდან ქ. ზესტაფონის შპს "ფერომედის" საავადმყოფოს დირექტორი. მრავალჯერ გაიარა კვალიფიკაცია თავისი სპეციალობის გარდა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ჯანდაცვის ორგანიზატორი, მოპოვებული აქვს სერთიფიკატები და ლიცენზიები. 2020 წლის 26 იანვარს რეგიონში მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა "პერსონა 2020" -ის ტიტულით.; ექიმობის პარალელურად 2016 წლიდან ეწევა მეღვინეობას; თერჯოლაში, საოჯახო მარანში, სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან შვიდი სახეობის ღვინო მზადდება და გარდა იმერული ჯიშებისა, მის ვენახში, საქართველოს სხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი სახეობებიც გვხვდება. ექიმი - ნევროპათოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.872; საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა: facebook.com; საქართველოს ბანკი ბიზნესი - Bank of Georgia Business's Post: facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

