| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი ხელბურთის მწრთვნელის სპეციალობით; საბჭოთა კავშირის საგეგმო კომიტეტთან არსებული საწარმოო ძალათა ორგანიზების საბჭოს ასპირანტურა 1990 წელს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2025 წელს. 1983-1988წწ. იყო სპორტსაზოგადოება "ბურევესტნიკის" ხელბურთის სკოლის უფროსი მწვრთნელი; 1988-1991წწ. განათლების სამინისტროს ხელბურთის ოლიმპიური სასპორტო სკოლის უფროსი მწვრთნელი; 1991-1997წწ. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; 1992-1994წწ. საქართველოს პარლამენტის სპორტის და ტურიზმის კომისია, სპეციალისტი; 1997-2006წწ. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელის დირექტორი; 2000-2001წწ. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის სპორტის სამმართველოს უფროსი; 2001-2004წწ. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2003-2005წწ. ოლიმპიური მზადების შტაბის უფროსი; 2004-2006წწ. საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი; 2006-2007წწ. თბილისის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი; 2008-2012წწ. თბილისის 111-ე სკოლის დირექტორი; 2008-2008წწ. საფეხბურთო სკოლა "ლიდერის" დირექტორი; 2007-2008წწ. საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილის თანაშემწე; 2015-2017წწ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2017-2023წწ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრის დირექტორი; 2023 წლიდან საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. პროფესორი. წყარო: საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: sportuni.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

