The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველი
დაბადების თარიღი:1948  (78 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1972 წელს.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამხატვრო სკოლაში პედაგოგად, ამასთან მონაწილეობდა სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საკავშირო გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ორი ქანდაკება - "სამშობლოს არვის წავართმევთ" და "ქართლის ვედრება" დადგმულია ქ. თბილისში. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული, რომელიც თარგმნილია რუსულ და რიგ სხვა ენებზე. მ. მეტრეველს სხვა ნამუშევრებთან ერთად შესრულებული აქვს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ცოტნე დადიანის ქანდაკებები. ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.246

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: