The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ მიქიაშვილი

ოთარ მიქიაშვილი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2009  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალაჰაბი, გაგრა.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1964-1980წწ. მუშაობდა ჯერ ლიძავის, შემდეგ ბიჭვინთის საშუალო სკოლაში; 1980 წელს აირჩიეს აფხაზეთის უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივნად და სოხუმის საქალაქო კომიტეტის წევრად. სხვადასხვა დროს მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სოხუმის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას, იყო ამ უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში. არის შვიდი წიგნისა და ათეულობით სტატიის ავტორი. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის  "მაცნეს" პასუხისმგებელი მდივანი, "აფხაზეთის მოამბის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.248; ოთარ მიქიაშვილი : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2009. - 18 მარტი. - N49 (6150). -გვ.10

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: