The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერისტო ყვავაძე

ერისტო ყვავაძე
Date of birth:1940
Date of death:2013  (at 73 years)
Burial location:ჯიქიას სასაფლაო, თბილისი
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუხურა, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს; აქტიური სტუდენტური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა ნ. კრუპსკაიას სახელობის სტიპენდიით.

1959-1962წწ. მსახურობდა ჯარში, უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე; 1969 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში, უხერხემლო ცხოველთა განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, სადაც დაიწყო კავკასიაში გავრცელებული ჭიაყელების მრავალფეროვნების შესწავლა; მისი შემდგომი კვლევების საფუძველზე, 1985 წელს გამოქვეყნდა პროფ. ე. ყვავაძის მონოგრაფია: "Дождевые черви  Кавказа" (კავკასიის ჭიაყელები), რომელშიც მოცემულია ჭიაყელების სარკვევი, განხილულია მათი სისტემატიკა, ფაუნისტიკა, ზოოგეოგრაფია, ეკოლოგია და დაცვის სკითხები; აღნიშნული ნაშრომი დღემდე რჩება კავკასიის რეგიონის ჭიაყელების მრავალფეროვნების და ეკოლოგიის დარგში მთავარ სახელმძღვანელოდ; 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ზოოოლოგიის ინსტიტუტის უხერხემლო ცხოველთა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 2009 წლიდან იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი; პროფ. ე. ყვავაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედიოდა უხერხემლო ცხოველთა ტაქსონომია, ფაუნა, ეკოლოგია, ზოოგეოგრაფია და ფილოგენია; განსაკუთრებით დიდი იყო მისი ინტერესი საქართველოს უხერხემლო ცხოველთა ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაციის მიმართ; მის სახელს უკავშირდება მეცნიერებისათვის ახალი, ჭიაყელების არაერთი სახეობის და გვარის აღწერა (Allolobophora iverica Kvavadze 1973, A. kintrishiana Kvavadze 1987, Dendrobaena imeretiana Kvavadze 1992, D. kelassuriensis Kvavadze 1985; D. kurashvilii Kvavadze 1971, D. mamissonica Kvavadze 1984, D. swanetiana Kvavadze 1992, D. verihemiandra Kvavadze 1989, Eisenia kafaniensis Kvavadze 1985); განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ ე. ყვავაძის აქტიურობა ბიომრავალფეროვნების კვლევის სფეროში ახალგაზრდების მოზიდვასა და მხარდაჭერაში; იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 13 სადოქტორო დისერტაცია და მრავალი სამაგისტრო ნაშრომი, რამაც უმთავრესი როლი ითამაშა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზოოლოგების პირველი თაობის მომზადებაში (1990-2010 წლებში); ისინი დღეს ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფის აღიარებული სპეციალისტები არიან; პროფ. ე. ყვავაძის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შედეგია მრავალი ათეული სამეცნიერო პუბლიკაცია, 2003-2006 წლებში თსუ-ს სტუდენტური ეკოლოგიის წრის დაარსება და ხელმძღვანელობა, არაერთი წიგნის და მონოგრაფიის რედაქტორობა, სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელმძღვანელობა, სალექციო კურსები თსუ-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში და სხვა მრავალი; მისი დამსახურებით ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულმა ახალი სიცოცხლე მიიღო ათწლეულების წყვეტის შემდეგ და 2000 წელს განახლდა მისი გამოცემა (რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო Pensoft-ის პლატფორმაზე არსებულ საერთაშორისო ჟურნალს - Caucasiana); ე. ყვავაძემ დიდი გავლენა იქონია მრავალი ადამიანის პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე და შესაბამისად უდიდესი როლი აქვს ქართული საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ბიოლოგიურ მეცნერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Дождевые черви грузии" (საქართველოს ჭიაყელები), დაიცვა 1975 წელს (მოსკოვი, სევერცოვის სახელობის ცხოველთა მორფოლოგიის და ეკოლოგიის ინსტიტუტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიის ჭიაყელები (Lumbricidse)", დაიცვა 1999 წელს. 

Bibliography


Share: