The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ომიაძე

ვალერიან ომიაძე
Date of birth:20 January, 1910
Date of death:February, 1964  (at 54 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძირაგული, ამროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1932 წელს.

1933-1937წწ. მუშაობდა სურამის და ხონის მექანიზაციის ტექნიკუმებში ჯერ პედაგოგად, შემდეგ დირექტორად; 1940-1951წწ. ხონის N8 სახელოსნო-სასწავლებლის დირექტორად; 1951-1964წწ. თბილისის პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის სასწავლო-მეთოდური კაბინეტის გამგედ; პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად დაუღალავად იღწვოდა ქართული ენის სიწმინდისათვის; გარკვეული საპატიო ადგილი ეკავა ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურისა და ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნასა და გავრცელების საქმეში. იყო მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი და მთარგმნელი ქართულ ენაზე.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.255; ვ. ომიაძე : პროფ-ტექნიკური განათლების მუშაკი. ნეკროლოგი // სახალხო განათლება. - თბილისი, 1964. - 19 თებერვალი

Bibliography


Share: