| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი შალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1979-1987 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1980-1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში. ლეიტენანტი ბადრი შალიკაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო ლეგიონის ოფიცერი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო ლეგიონის ავტობატალიონის მეთაურის მოადგილედ ტექნიკის დარგში დაინიშნა 1993 წლის 10 მარტს. 1993 წლის 24 მაისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იგი მივლინებულ იქნა ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კინდღში. 1993 წლის 2 ივლისს, ლეიტენანტი ბადრი შალიკაშვილი საბრძოლო მოვალეობის შესრულების დროს უგზოუკვლოდ დაიკარგა. მისი ნეშტის იდენტიფიცირება დნმ-ის საფუძველზე და გადმოსვენება მოხდა 2023 წლის დეკემბერში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.457
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

