| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრანჩესკო ტრეჩი![]()
Biographyსწავლობდა ფლორენციის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2002 წლიდან იქვე დაიწყო საქართველოს ისტორიის შესწავლა და ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2003 წელს დაწერა სადიპლომო ნაშრომი "საქართველოს ისტორია 1989 წლიდან 2000 წლამდე". საქართველოში პირველად 2003 წელს ჩამოვიდა. 2010 წელს ფლორენციის უნივერსიტეტში მიენიჭა მეორე სამეცნიერო ხარისხი შუა საუკუნეების ისტორიაში, დაწერა მეორე დისერტაცია საქართველოს შესახებ: "საქართველოს ისტორია IV-XIII საუკუნემდე". 5 წელი ნეაპოლში სწავლობდა ქართულ ენას. 2016 წელს დაწერა "საქართველოს ისტორია", მოკლე ნარკვევი იტალიურ ენაზე საქართველოს ისტორიის შესახებ მისი წარმოშობიდან დღემდე, ხოლო 2017 წელს გამოაქვეყნა წიგნი "საქართველო, ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის სურდა", 2023 წელს კი მესამე წიგნი სახელწოდებით "SAKARTVELO", ამ წიგნში მოცემულია საქართველოს ყველა ულამაზესი კუთხის 100 ფერადი ფოტო, მისი ისტორია, კულტურა, ტრადიცია, გასტრონომია. წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პორტალი: rustaveli.org.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

