| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ყამარაული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2010 წელს დაამთავრა ფრანკფურტის გოეთეს სახელობის გიმნაზია და სწავლა გააგრძელა გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში; 2010-2015 წლებში გაიარა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამა კავკასიოლოგიის სპეციალობით; 2015 წელს მოიპოვა საერთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო სკოლის "ნომინალური მოდიფიკაცია" სტიპენდია, რომელიც წარმატებით დაასრულა 2018 წელს. 2021 წლიდან არის ჰამბურგის უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომელი საერთაშორისო პროექტში DELICATE-წიგნიერების განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე, სადაც მუშაობს ქართული ხელნაწერების გაშიფვრაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. 2015 წლიდან ლექციებს კითხულობს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, 2020 წლიდან კი მიჰყავს ძირითადი და არჩევითი სალექციო კურსები: ენათმეცნიერების შესავალი, სინტაქსის საკითხები, პრაგმატიკა, ენობრივი ტიპოლოგიის საფუძვლები, ენათმეცნიერების სპეციალური პრობლემები, ტყუილი და ენობრივი მანიპულაცია. პედაგოგიური მოღვაწეობის ამ პერიოდში ოთხჯერ არის ნომინირებული ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ყოველწლიურ პრიზზე "შესანიშნავი სწავლება" (1822-Lehrpreis für Exzellente Lehre), როგორც საუკეთესო ლექტორი. აქტიურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "სახელური დომენები ქართულში" და ნაშრომები "შესავალი დიგიტალურ ქართველოლოგიაში" (თანაავტორი), "ვეფხისტყაოსნის" აფხაზური თარგმანების სიხშირული ლექსიკონი" (თანაავტორი); არის 18 სამეცნიერო სტატიისა და 23 საკონფერენციო მოხსენების ავტორი. აქტიურად მოღვაწეობს დიგიტალური ქართველოლოგიის სფეროში: ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტის "Rustaveli goes digital" განვითარებას (ბეტა-ვერსია), არის ციფრული რესურსების GEABCO (geabco.com) და MyRustaveli (myrustaveli.com) პორტალის ტექნოლოგიური ჩარჩოს ავტორი. ეწევა სარედაქციო მოღვაწეობას: არის დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია-საქართველოს ორენოვანი რეფერირებადი ახალგაზრდული სამეცნიერო ონლაინჟურნალის "მილენიუმი" (adh.ge) მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო სერიის "ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსი" ერთ-ერთი რედაქტორი. 2018 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "სახელური დომენები ქართულში-დიაქრონიული ანალიზი" (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ი. გიპერტი) და მიენიჭა დოქტორის ხარისხი. წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პორტალი: rustaveli.org.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

