| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰაიატე სოტომე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. უცუნომია, იაპონია. ჰაიატე სოტომემ 2009 წელს ჩააბარა ტოკიოს უცხო ენების კვლევის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა შედარებითი ლიტერატურის განხრით; სწავლობდა დოქტორანტურის პროგრამაზე. დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემაზე "ქართული თანამედროვე ლიტერატურა-ილია ჭავჭავაძე და ვაჟა - ფშაველა". მისი სამეცნიერო კვლევის საგანი ძირითადად მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურაა. ჰაიატე სოტომე ქართული ენის პირველ მასწავლებლად იაპონელ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას მიიჩნევს, რომელიც მას ქართული ენის გრამატიკას ასწავლიდა. მოგვიანებით, ენის უკეთესად შესასწავლად ჰაიატე სოტომე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში სწავლობდა. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი, მათ შორის, "მგზავრის წერილების" პაროდია და ირონია პოსტკოლონიური თვალსაზრისით", "რომანტიკოსების გეოპოეტური სტრატეგიები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში", "პოსტკოლონიური ზოოკრიტიციზმის პერსპექტივა მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში", "ყველასაც თურმე ენა აქვს": ვაჟა ფშაველას პოემა "გველის მჭამელი" Animal Studies-ის პერსპექტივიდან" და სხვ. იაპონიაში გამოსცა წიგნი "პოსტკოლონიური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში". ჰაიატე სოტომე ქართულ ენას ასწავლიდა კულტურის ცენტრ "ასაჰიში" და ცუკუბას უნივერსიტეტში. წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პორტალი: rustaveli.org.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

