| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე აბამელიქოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. 1421 წელს, საქართველოში გადმოსახლებული სომხური უძველესი გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელთაგანი იყო. 1800 წლის 9 იანვარს, მას შემდეგ რაც სამეფო კარის მღვდლის სომონ აბამელიქის ქალიშვილი ელენე (1770-1836) გახდა უფლისწულ დავით გიორგის-ძის მეუღლე, ამ გვარის ტფილისური შტო აამაღლეს თავადთა მესამე ხარისხში. ივანე, ძმასთან – გენერალ-მაიორ დავით აბამელიქოვთან (აბამელიქი) ერთად 1797 წელს ჩარიცხეს გვარდიულ არტილერიაში, როტმისტრად. მონაწილეობდა 1805-1807წწ. რუსეთ-საფრანგეთის ომში. 1810 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. დაწინაურდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში საქსონიაში, ლიუცენთან და ბაუცენთან. 1814 წლის 18 მარტს, ძმასთან ერთად შევიდა პარიზში. გენერალ-მაიორი (1817). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

