| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1986-1989 წლებში მუშაობდა ამბროლაურის ცენტრალური საავადმყოფოს და სოფელ სხვავის ამბულატორიის ექიმ-თერაპევტად და ექიმ-კარდიოლოგად; სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ექიმი-ორდინატორი, N1 კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების გამგე, შინაგან სნეულებათა კარდეოლოგიური განყოფილების ექიმი, ამავე განყოფილების გამგე, შინაგან სნეულებათა N3 კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 2006 წლიდან თსუ-ის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი; არის შპს "კარდიოექსპრესის" დამფუძნებელი; 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ალექსანდრე ალადაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიულ და კარდიოლოგიურ დეპარტამენტს; მნიშვნელოვანია მისი მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფიების რედაქტირება და სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელობა. საერთაშორისო კონგრესებში რეგულარულად იღებს მონაწილეობას და წარმოადგენს საქართველოს კარდიოლოგიური საზოგადოების ინტერესებს მსოფლიოში. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გივი პეტრიაშვილის და ჯულიეტა ანთაძე-პეტიაშვილის ვაჟი, თეიმურაზ პეტრიაშვილის ძმა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.204
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

