| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მოსე არღუტინსკი-დოლგორუკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. იყო სომხეთის პატრიარქ – იოსებ არღუტინსკის შვილიშვილი. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის დროს, სომხეთის პატრიარქ იოსებ არღუტინსკის, მის ძმებს და ძმისშვილებს ებოძა თავადის ტიტული. ემზადებოდა რა სამოქალაქო სამსახურში შესასვლელად, სწავლობდა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1816 წელს, მაგრამ იგი შეამჩნია გენერალმა ა. ერმოლოვმა და, სთხოვა მამამისს განემწესებინა იგი სამხედრო სამსახურში; 1816-1827წწ. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ცხენოსან პოლკში; 1827-1832წწ. მსახურობდა ქართველ გრენადერთა პოლკში; 1832-1839წწ. მეთაურობდა ტფილისის გრენადერთა პოლკს; დაწინაურდა 1826-1828წწ. რუსეთ-სპარსეთის, 1828-1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის, 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომებში და, კავკასიაში სამხედრო კამპანიების დროს; 1830 წლიდან 23 წლის განმავლობაში ეკავა სამეთაურო თანამდებობები; 1830 წლის 14 ნოემბრიდან მეთაურობდა ბატალიონს, რომლის დროსაც გაანადგურა ლეკები ზაქათალასთან; 1831 წლის 11 დეკემბრიდან მონაწილეობდა მთიელთა წინააღმდეგ ექსპედიციაში კაპის-დარას ხეობაში; 1833 წელს მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში, აულ ლიეშისათვის ბრძოლაში (დაღესტანში) და, ექსპედიციაში ხაგ-მაზის ხეობაში; 1837 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1839 წელს დაინიშნა ახალციხის პროვინციის უფროსად, ქართული სახაზო ბატალიონების ბრიგადის მეთაურად და შავ ჭირთან ბრძოლის კომისიის უფროსად; 1841 წელს ჩაახშო აჯანყება გურიაში; 1842 წელს მეთაურობდა სამურის რაზმს, მოახდინა ექსპედიცია ყაზი-ყუმუხის ოლქში და მოიპოვა გამარჯვებები აულ კორტალისთან, ქულულუსთან და შაურლუსთან; 1843 წლის 15 ივლისს მიენიჭა "გენერალ-მაიორის" სამხედრო წოდება; 1844 წელს დაინიშნა ჩრდილოეთ დაღესტნის, ყუბის და დარუბანდის მაზრებში განლაგებული ჯარების სარდლად; 1847 წელს დაინიშნა ჩრდილოეთ და სამხრეთ დაღესტანში განლაგებული ჯარების სარდლად, დარუბანდის სამხედრო გუბერნატორად და, იმიერკასპიის მხარის ჯარების სარდლად; შტურმით აიღო აულები გერგებილი და სალთა; ჯარების გადაჯგუფების დროს პირველად გამოიყენა მთლიანი კოლონების უკან დახევა, და არა ცალკეული საბრძოლო ერთეულებისა, რაც წარმოადგენდა სიახლეს კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების წარმართვის ტაქტიკაში; 1848 წელს ჯარებმა მისი სარდლობით ხელმეორედ აიღეს აული გერგებილი და სრულად გაანადგურეს ლეკები აულ მისკინჯისთან; 1850 წელს ჯარებმა, მისი ხელმძღვანელობით აიღეს გამაგრება ჩოხი, აულები არჩიბი და შალიბი, უკუაგდეს ხაჯი-მურადის და შამილის შემოსევები ტაბასარანის ოლქში; 1853 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან დატოვა თავისი პოსტი და მკურნალობდა პიატიგორსკის მინერალურ წყლებზე, მაგრამ სულ მალე ის კვლავ დაბრუნდა ჯარში და იმავე წლის ზამთარში, მოახდინა ზამთრის გადასვლა მთავარი კავკასიონის უღელტეხილით, გუდურის გადასასვლელით შამილის ზურგში, რომელიც შეჭრილი იყო ლეკთა სასაზღვრო ხაზზე და, ზაქათალას ოლქში, ლეკთა რაზმის დასახმარებლად; გზაში მან თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც მან პატაკი დაწერა ჯარიდან წასვლაზე; იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დააკმაყოფილა მისი თხოვნა; 1853 წლის ბოლოს მან სამუდამოდ დატოვა დაღესტანი; კავკასიის ომის მსვლელობისას, რუსული ჯარების გამარჯვებები ბევრ შემთხვევაში მიიღწეოდა ხოლმე თავად მოსე არღუტინსკი-დოლგორუკოვის მოქმედებებით, რომელიც კარგად იცნობდა კავკასიას და, მთიანი ომის მსვლელობის ტაქტიკას; მთიელები ეძახდნენ მას - "სამურის ტახს" სამურის სამხედრო რაზმის სახელიდან გამომდინარე, რომელსაც ის მეთაურობდა; მის გაბედულ გადასვლას კავკასიის უღელტეხილზე, თანამედროვეები აყენებდნენ ერთ რიგში სუვოროვის სახელგანთქმულ გადასვლასთან ალპებზე; 1878 წელს თავად მოსე არღუტინსკი-დოლგორუკოვს ქ. თემირ-ხანშურაში (1922 წლიდან ქ. ბუინაკსკი) დაუდგეს ძეგლი, რომელიც 1921 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს. მის სახელს ატარებდა ქ. თემირ-ხან-შურას ცენტრალური ქუჩა (შემდგომში ლენინის ქუჩა), რომელიც მიდიოდა გენერალ-გუბერნატორის რეზიდენციისაკენ (ახლ. ბუინაკსკის პედაგოგიური სასწავლებელი). ქ. მოსკოვში, ლაზარევის აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტში 1917 წლამდე არსებობდა მისი სახელობის სტიპენდია. გენერალ-ლეიტენანტი (1845), გენერალ-ადიუტანტი (1848). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

