| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიგრან არუთინოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა მოსკოვის 1-ი სამხედრო გიმნაზია 1875 წელს; ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1877 წელს და კავალერიის ოფიცერთა სკოლა. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის და 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომებში; მსახურობდა თერგის კაზაკთა ჯარის, ვოლგის 1-ლ პოლკში; 1904-1907წწ. მეთაურობდა თერგის კაზაკთა ჯარის, სუნჟავლადიკავკაზის მე-2 პოლკს; 1907-1912წწ. მეთაურობდა კავკასიის კაზაკთა 1-ი დივიზიის მე-2 ბრიგადას; 1906 წლის 1 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1912 წლის 5 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1912-1914წწ. მეთაურობდა კავკასიის კაზაკთა 1-ი დივიზიის 1-ლ ბრიგადას; 1914 წლის 29 ივლისს დაინიშნა თერგის კაზაკთა 1-ი დივიზიის მეთაურად. გენერალ-ლეიტენანტი (1915). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

