| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იერემია არწრუნი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვანი (ოსმალეთი). უძველესი სომხური გვარის წარმომადგენელი, გვარისა რომელიც აყვანილი იქნა რუსეთის თავადის ხარისხში. 1813 წელს ოჯახთან ერთდ გადმოვიდა საცხოვრებლად ტფილისში. აქვე დაამთავრა გიმნაზია. შემდეგ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი. 1823 წლიდან მსახურობდა ულანთა ლაიბ-გვარდიის პოლკში; 1826 წლიდან იყო ოფიცერი; მონაწილეობდა 1826-1828წწ. რუსეთ-სპარსეთის და 1828-1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომებში; ომების დროს მონაწილეობდა სარდარაბადის, აბასაბადის და ერევნის ბრძოლებში; 1829 წლიდან იყო გენერალ დოლგორუკოვის ადიუტანტი და მასთან ერთად იმყოფებოდა მივლინებით სპარსეთში; მიიღო მონაწილეობა თურქმანჩაის ზავის დადებაში, შემდეგ ხამადანში შეხვდა სპარსეთის შახს; 1830 წელს დაინიშნა კავკასიის არმიის მთავარ ინტენდანტად; 1831 წლიდან იყო გენერალ ფ. პასკევიჩის ადიუტანტი, ხოლო მისი გადაყვანის შემდეგ დარჩა კავკასიის ცალკეული კორპუსის მეთაურთან იმავე თანამდებობაზე. იმავე წლის 12 იანვარს აირჩიეს ტფილისის სომხური სემინარიის (ნერსესიანის გიმნაზიის) კეთილმოწყობის კომიტეტის წევრად. მონაწილეობდა მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში. გააგრძელა რა სამხედრო სამსახური, 1836 წელს არწრუნი პოდპოლკოვნიკის წოდებით გადავიდა სამუშაოდ ფინანსთა სამინისტროში. რადგან მას კარგად ჰქონდა შესწავლილი სპარსეთის ეკონომიკა, ის შეუდგა კავკასიასა და სპარსეთს შორის სავაჭრო კავშირების განვითარების შესაძლებლობების შესწავლას, ამავდროულად მას დაევალა ამიერკავკასიის ყველა საბაჟოების მართვა-გამგებლობა. 1838 წელს რამდენიმე თავის თანამოაზრესთან ერთად ცდილობდა დაეარსებინა მსხვილი სავაჭრო საზოგადოება. 1840-იანი წლების პირველ ნახევარში არწრუნიმ უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე და გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც 1850-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდა. 1839 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის საინტენდანტო სამმართველოს უფროსად. ამ უწყებაში, სადაც იხარჯებოდა უდიდესი სახელმწიფო სახსრები, მან შემოიღო მკაცრი წესრიგი და დისციპლინა. 1854 წელს როცა დაიწყო ყირიმის ომი, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის თანხმობით ის დაინიშნა ყირიმში რუსეთის მოქმედი არმიის საერთო ინტენდანტად, მაგრამ მან უარი განაცხადა ამ დიდ თანამდებობაზე. 1855 წლის ზაფხულში სიონის ტაძართან დაიწვა ქარვასლა (რომელიც ცნობილი იყო "არწრუნის ქარვასლის" სახელით), მან დაიწყო ქარვასლის აღდგენა და 4-5 თვეში დაამთავრა კიდეც და დაიწყო ახალი სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა. 1865 წლამდე ირიცხებოდა კავკასიის არმიაში. 1865 წლის ივლისში გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით, ავადმყოფობის გამო და საპენსიო უზრუნველყოფის ნახევრით. 1867 წელს ტფილისში შევიდა ძალაში ქალაქის მმართველობის ახალი წესდება, რომელიც დაემთხვა არწრუნის ქალაქის თავად არჩევას. მისი ქალაქის თავად ყოფნისას, ტფილისში 1866 წლის 16 იანვარს გაიხსნა იუნკერთა სასწავლებელი, ხოლო 1867 წლის 2 იანვარს - კავკასიის მუზეუმი. 1868 წელს ავადმყოფობის გაუარესების გამო, არწრუნიმ დატოვა თანამდებობა, დარჩა მხოლოდ საქალაქო საბჭოს წევრად და, ტფილისის საქალაქო საზოგადოებრივი მმართველობის თავმჯდომარედ. მის კალამს ეკუთვნის შრომა «Вопрос о железной дороге в Индию» (1872), რომელიც მან წაიკითხა "ტექნიკური საზოგადოების" ერთ-ერთ სხდომაზე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო სპარსეთის "მზისა და ლომის" მე-II ხარისხის (ალმასებრი ნიშნებით, 1813) ორდენით. გენერალ-მაიორი (1860). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

