The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანენი

სხვა სახელი:ნისიმე
დაბადების თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვანენი–ყოფილი ნისიმე XIII საუკუნის მოღვაწეა. მისი თაოსნობითაა გადაწერილი ერთ-ერთი სადღესასწაულო ხელნაწერი.  იგი არა მხოლოდ დამკვეთი, არამედ ხელნაწერის დამზადების უშუალო მონაწილეც ყოფილა. კალიგრაფს გადაუწერია სვინაქსარული მასალა და გამოტოვებული საგალობლები ბოლოს დაურთავს. გადამწერის ანდერძი: "წმინდაო მამაო, ესე რომელიცა ერთობილი დღე დაგურჩომოდა, ამა წიგნისა ბოლოს ამად მოვაქციეთ, რომე იმა მუხლებსა დაყრილსა, რაცა საგალობელთა თუეთა ბოლოსა ჩაგრთავს, მას თანა ამად აღარ ჩაერთვოდა, რომე ესე სეკტენბრისა ოთხისა, იანვრისა და დეკემბრისა ქუემოით აღარ მოექცევოდა, აშლით იქნებოდა და აღარ მირიგებით ქნებოდა... საძიებლად გაძნელდებოდა და რაი წიგნისა ნაკუეთი ნახა, პატრონმან ვანენი ყოფილმა ნისიმე, რომე არ გასქელდებოდა, ესე ჩუენგან დაგდებული აქა ბოლოსა დაგუაწერინა". ისტორიული მასალების მიხედვით რამდენიმე ვანენია ცნობილი; ერთ-ერთი მათგანი შაჰანშა მანდატურთ-უხუცესის ძის მხარგრძელის მეუღლე ათაბაგისა და ამირსპასალარის სადუნის ასული, XIII საუკუნის მოღვაწე. იგი დაინტერესებული ყოფილა საეკლესიო მშენებლობითაც. ცნობილია აგრეთვე XIII საუკუნის მოღვაწის ცოტნე დადიანის მეუღლე ვანენე (ვანელე).

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.44-45


გააზიარე: