| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ექვთიმე მუჯირი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი. ბათუმის გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოწაფეთა რევოლუციურ მოძრაობაში და ბათუმის მუშათა წრეებში. 1903 წელს ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტში და ამავე დროს ადგილობრივი ნავთსადგურის მუშებში დაიწყო რევოლუციონური მოღვაწეობა და მთელი ორი წელიწადი თვითმპყრობელობის წინააღმდეგ საიდუმლო ბრძოლას აწარმოებდა. 1905 წლის 6 დეკემბრს ოდესაში, თავის რაზმელებს იარაღი დაურიგა. ამ დროს მოულოდნელად გავარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლა. რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.403
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

